16:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 13:41:15, 373 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტსა და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტსა და შპს "აჭარისწყალი ჯორჯია"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მემორანდუმს ხელი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და შპს "აჭარისწყალი ჯორჯია"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სატიშ რამეშ ბჰატმა მოაწერეს.  

"მემორანდუმი ითვალისწინებს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივი პროგრამის "მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში ფინასურ თანამონაწილეობას 25 000 ლარის ოდენობით, ჯამში შეადგენს 40 000 ლარს, რაც მეტ ბენეფიციარს მისცემს შესაძლებლობას თავიანთი იდეა აქციონ რეალობად.

პროგრამის მიზანია, ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics