|
2023-12-21 12:22:30, 1010 ნახვა
რეგიონი
ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა წლის შემაჯამებელი და წინასაახალწლო ღონისძიება გამართეს
ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა წლის შემაჯამებელი და წინასაახალწლო ღონისძიება გამართეს. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებას ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია ესწრებოდნენ. "ხანდაზმულთა კლუბის თავმჯდომარე რეზო ბერიძემ მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა. კლუბის წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების, ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)