19:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 11:28:54, 1108 ნახვა

რეგიონი
შუახევში კულტურის ცენტრის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

შუახევში, კულტურის ცენტრის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შუახევის მერიის ცნობით, ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო და ხელოვანებს, კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

"კულტურის სფეროში აქტიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცათ კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელებს, ხოლო ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ 70 წელს გადაცილებული ხელოვანები.

ღონისძიებას ომარ ტაკიძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics