00:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 14:24:58, 665 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ 11,9 მილიონი ლარის აგრო სესხი გასცა

2015 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, „ვითიბი ბანკმა“ 11,9 მილიონი ლარის აგრო კრედიტი გასცა. აქედან შეღავათიანი აგრო პროგრამის ფარგლებში 7,6 მილიონი ლარის სესხია გაცემული.

ბანკის ინფორმაციით, შეღავათიანი აგრო სესხები ძირითადად მეორე და მესამე  კომპონენტების ფარგლებშია გაცემული, რომლებიც ითვალისწინებენ ახალი საწარმოების შექმნის და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსებას. პირველ კვარტალში „ვითიბი ბანკის“ აგრო სესხების პორტფელის ზრდამ 10% შეადგინა.

 „ჩვენ ძალიან წარმატებულად ვაფასებთ,  ბანკის მონაწილეობას აგროკრედიტის პროექტში. 2013 წლიდან „ვითიბი ბანკმა“ ათეულობით საწარმო დააფინანსა. სესხები ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გაიცემა. ვთვლით, რომ შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის განხორციელება დადებითად მოქმედებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია აგრო სექტორისთვის“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.

ცნობისთვის, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი 2013 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა, „ვითიბი ბანკი“ პირველი დღიდან აქტიურად ჩაერთო და სესხებს ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გასცემს.

დაფინანსებულ სექტორებს შორისაა: მემცენარეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობები და სხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics