14:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 22:48:16, 757 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ლარის კურსის ყოველდღიური ცვლილების მართვა მთავრობას არ შეუძლია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის დასტაბილურება მოხდება და ტენდენცია პოზიტიური  ზაფხულის პერიოდში გამოიხატება. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს აქტიურად იყენებს და სავალუტო სტაბილიზაციის მისაღწევად ბევრი მიმართულებით მუშაობს.

„ყოველდღიური კურსის ცვლილება არ არის ისეთი რამ, რაც მთავრობამ შეიძლება, რომ ხელით მართოს. ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ვიყენებთ. ამისთვის არის სწორედ EBRD-ს წლიური შეხვედრა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მაქსიმალურად, ყველასთვის გაცნობისათვის. აუცილებლად მოხდება დასტაბილურება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ გამორიცხავს რხევებს ორივე მიმართულებით, რასაც დღეს ადგილი აქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics