|
2015-05-12 17:02:52, 643 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო და EBRD ინვესტორთა საბჭოს აარსებენ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ურთიერთაგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საქართველოს მთავრობა და EBRD ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ.ბიზნეს ასოციაციების, ბიზნეს ომბუდსმენისა და საერთაშორისო ინვესტორების წარმომად ახალ დაწესებულებაში თავს მოიყრიან მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, გენლები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მისი სპეციალური ტექნიკური თანამშრომლობის ფონდებიდან და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს აქტივობებს დააფინანსებს. ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებს გაეგზავნათ მოწვევა. ინვესტორთა საბჭო დიალოგს წარმართავს უმაღლეს დონეზე ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ურთიერთგაგებისა და ნდობის დამყარებით, საბჭო გააძლიერებს საფუძველს ბიზნეს აქტვობების გასაფართოვებლად, ქვეყნის ეკონომიკის სასარგებლოდ. საბჭო გადადგავს პრაქტიკულ ნაბიჯებს ინვესტორთა მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად. როგორც ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ აღნიშნა, საქართველოსთვის ეს არის გადამწყვეტი ეტაპი, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირების პროცესში. მისივე თქმით, ამ ინიციატივით საქართველო კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვან ნაბიჯს დგავს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)