03:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 19:04:31, 632 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 აპრილის მდგომარეობით, აპრილის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული.

უწყების ცნობით, საგადასახადო შემოსავლებმა 2 მილიარდ 357.8 მილიონი ლარი (113.6%) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 282,1 მილიონი ლარით  მეტია.

„ასევე, გადაჭარბებითაა შესრულებული მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი. ამ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით მობილიზებულია 2 მილიარდ 443,3 მლნ ლარი (113.4%), რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 287.8 მლნ ლარით აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ მარტში 12,5 პროცენტით არის გაზრდილი  დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა.

2015 წლის თებერვლის მსგავსად, მარტშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და ზრდამ წინასწარი მონაცემებით, 4.1% შეადგინა, პირველ კვარტალში კი, 3.1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.

ოთხი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო მოგვიანებით გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics