03:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 17:45:26, 695 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა პორტფელურ ინვესტორებთან შეხვედრა გამართა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პორტფელური ინვესტორების ჯგუფის წარმომადგენლებთან, ისეთი ცნობილი კომპანიებიდან როგორებიც არიან: Bank of America Merrill Lynch, Aberdeen, Lazard, Danske, PFA შეხვედრა გამართა. 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს. სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გააქტიურებისა და პრივატიზაციის მიმართულებით.
„საქართველოში ჩამოვედით ვითარების გასაცნობად. მსოფლიოსა და კონკრეტულად თქვენს რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველომ გაზარდოს თავისი საინვესტიციო შესაძლებლობები, ცნობადობა, რათა მაქსიმალურად მოხდეს ახალი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას,“ - განაცხადა Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენელმა ვლადიმერ ოსაკოვსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics