03:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-29 14:36:17, 853 ნახვა

სპორტი
ლოჩოშვილი 30 მილიონზე - კარგი ჟესტია, მაგრამ ფულისთვის არ ვთამაშობთ –

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშემ, ლუკა ლოჩოშვილმა ივანიშვილის ფონდ ქართუს მიერ ნაკრებისთვის გადაცემული 30 მილიონ ლარზე თქვა, რომ ეს "კარგი ჟესტია", მაგრამ ნაკრები არა ფულისთვის, არამედ სამშობლოსთვის თამაშობს.

"არ მგონია, რომ ვინმე ახლა ფულზე ფიქრობდეს და რასაც ამბობენ და პრემიერმინისტრი ამბობს, რა თქმა უნდა, კარგი ჟესტია მათი მხრიდან, მაგრამ ფულისთვის არ ვთამაშობთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ კარგი შედეგი გვქონდეს ქვეყნისთვის და არა ფულისთვის. მე მგონი, ყველა მოთამაშე ჩემნაირად ფიქრობს". - თქვა ლოჩოშვილმა. 

23 აპრილს ივანიშვილის ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაპირდა, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის დამატებით "30 მილიონი ლარით დააჯილდოვებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics