17:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 13:03:38, 526 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 101 წლის მოქალაქეს 1 000 ლარი გადაეცა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 101 წლის ჯემილე ჩახვაძეს ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1 000 ლარი გადაეცა.

უხუცესი ქალბატონი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ზურაბ თენიეშვილმა და ნონა გალოგრემ, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსთან ლელა სურმანიძესთან ერთად მოინახულეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯემილე ჩახვაძის მსგავსად 1000 ლარი საპენსიო ანგარიშზე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 41 მოქალაქეს დაერიცხა. თანხას ის მოქალაქებიც მიიღებენ, რომლებსაც 100 წელი წლის ბოლომდე შეუსრულდებათ.

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2002 წლიდან მოქმედებს. გასულ წელს ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით 100 წელს გადაცილებულ 57 მოქალაქეს გადაეცა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics