02:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 12:03:44, 3314 ნახვა

კულტურა
მიხეილ გიორგაძე: ქუთაისში, ხოსე კარერასის კონცერტზე დასწრებას მთელი რეგიონი აპირებს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქუთაისში ხოსე კარერასის უფასო კონცერტის ჩატარების გადაწყვეტილება ლოკაციამ განაპირობა.

თუმცა, მინისტრის შეფასებით, ვინაიდან ბევრი ადამიანი აპირებს კონცერტზე დასწრებას, ეს  მეტ  ორგანიზებას და დაკვირვებას  მოითხოვს.

„ლოგიკა იყო შემდეგი, ამ მასშტაბის კონცერტი რეგიონში პირველად ტარდება. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ კონცერტმა. ქუთაისის მერისგან და იმერეთის გუბერნატორისგან ვიცი, რომ პრაქტიკულად მთელი რეგიონი აპირებს დაიძრას ქუთაისში. იმისთვის, რომ შეზღუდვა არ ყოფილიყო რაოდენობრივად, აბსოლუტურად ყველას მისცემოდა  ამ კონცერტზე დასწრების საშუალება. ჩვენ გვინდოდა რეგიონისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყოფილიყო, თუმცა, ეს გარკვეულ სირთულეებს გვიმატებს იმ თვალსზრისით, რომ საჭირო იქნება დიდი რაოდენობის ადამიანების მართვა უფრო დაკვირვებით და ბევრად უფრო მეტი ორგანიზებით“, - აღნიშნა გიორგაძემ.

ხოსე კარერასის კონცერტი 18 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics