13:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 21:50:38, 15960 ნახვა

Lifestyle
Mercedes-Benz, Toyota და Jeep, BMW-ს ხედვას იზიარებენ და ლოგოებს აფერადებენ

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლები ლგბტ+ ადამიანებისადმი სოლიდარობის ნიშნად, საკუთარ ოფიციალურ გვერდებზე და სოც. ქსელებში ლოგოებს თემის დროშის ფერებში აფორმებენ. ღონისძიება "სიამაყის თვე" უკვე მიმდინარეობს-მასში უამრავი ქვეყანა მონაწილეობს.
კომპანია Mercedes-Benz გარდა ლოგოს ფერების შეცვლისა , საკუთარი მანქანები დროშის ფერებად შეღება და აქციას ახალი სარეკლამო ბანერით შეხვდა.
ყველაზე აქტიური მაინც Jeep-ი აღმოჩნდა-კონცერნმა ვიდეორგოლების სერია გამოაქვეყნა, რომლებშიც ლგბტ ადამიანებიც მონაწილეობენ.
ლოგოს გაფერადებაში პირველობა საკუთარ თავზე გერმანულმა კომპანია BMW-მ აიღო, რამაც სოც.ქსელის მომხმარებლებში ჰომოფობიის ისტერიული შეტევა გამოიწვია, მაგრამ კონცერნმა კრიტიკას ყურადღება არ მიაქცია : "გასაკვირია საზოგადოების რეაქცია იმ ფონზე, როცა BMW ყოველთვის მონაწილეობდა "პრაიდებში", ლგბტ თემის აქტიური მხარდამჭერი ყოველთვის გახლდათ და ეს არასოდეს დაგვიმალავს",-განმარტა კომპანიამ სოც.ქსელში.
"დიდი კომპანიები ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო ებრძვის სიძულვილს არა იარაღით ან მტრობით, არამედ ფერების ზეიმით",-თქვა ტიმ კუკმა , კომპანია Apple-ის გენერალურმა დირექტორმა წერს The Mirror

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics