17:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 17:26:53, 661 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი: ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მეგობრობის ღირსეული პარტნიორი

"ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები მაგალითია იმისა, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მეგობრობის ღირსეული პარტნორი",-ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანში  ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონიალზე გააკეთა.

"ეს წვრთნა არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთოხების, საერთაშორისო მშვიდობისა და სტრატეგიული მეგობრობის ერთგული და ღირსეული პარტნიორი",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სწავლება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 11 მაისს დაიწყო, დღეს კი, ოფიციალურად დაიხურა. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ჩატარდა  და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF- ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.   წვრთნაში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითა იყო  წარმოდგენილი. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics