2017-01-12 10:35:09, 1260 ნახვა
სხვადასხვა
105 წლის ასაკში ბრიტანელი ჟურნალისტი, კლერ ჰოლინგვორტი გარდაიცვალა
ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ყოფილი ჟურნალისტი კლერ ჰოლინგვორტი, 105 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ჰოლინგვორტი პირველი ჟურნალისტი იყო, რომელმაც სამყაროს, მეორე მსოფლიო ომის დაწყება ამცნო.
1939 წელს კელი ჰოლინგვორტის მასალა, რომლის თანახმადაც ნაცისტური გერმანია პოლონეთში შეჭრას გეგმავდა, გამოცემის პირველ გვერდზე დაიბეჭდა.
როგორც ჰოლინგსვორტი წერდა, საზღვარზე ათასობით ტანკი და ათობით დივიზია, დარტყმის განხორციელებისთვის ემზადებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან