2015-01-22 15:02:41, 401 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო
საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში გადაიდო და 4 თებერვალს აღარ გაიმართება,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
უსუფაშვილის განმარტებით, გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა საშემოდგომო სესიაზე ვერ მოესწრო და თებერვლის დასაწყისში სწორედ ეს თემები უნდა განიხილონ. თუ როდის გაიმართება პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვით გამოსვლა პარლამენტში, ეს ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან