01:32 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 17:10:51, 396 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და მის მოადგილეს,  ირაკლი შოთაძეს შეხვდა. შეხვედრა პარლამენტის შენობაში შედგა.
შეხვედრის თემა  იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიება და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო.  პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დანაშაულის უსწრაფესი გახსნის, ისევე, როგორც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების დასრულების დიდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართველოს პროკურატურის ნომერი პირველი პრიორიტეტია და საამისოდ მობილიზებულია ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემა, არამედ ძალადობის ამგვარი აქტების გამომწვევი და ხელისშემწყობი ფაქტორების საფუძვლიანი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics