2015-03-02 13:35:20, 599 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.10 - 2.12 ლარის ფარგლებში მერყეობს
სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.10 - 2.12 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, 1 დოლარის შეძენა 2.15- 2.17 ლარამდეა შესაძლებელი.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 25 თებერვლიდან 1 დოლარი 2.16 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო კი, 2.4315 ლარი .
შეგახსენებთ, რომ ლარმა გამყარება ოთხი დღის წინ დაიწყო.
26 თებერვალს სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.35 - 2.40 ლარამდე მერყეობდა.
25 თებერვალს კი ლარის ოფიციალური კურსი 2.2494 იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან