2015-02-24 17:09:03, 626 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ, 1 აშშ დოლარი 2.26 ლარი იქნება
ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნული ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ახალი მონაცემებით, ხვალ ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.26 ლარად იქნება შესაძლებელი.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0648 ლარი შეადგინა.
დღეს კი, ეროვნული ბანკის კურსით, ერთი დოლარის შეძენა 2.19 ლარად არის შესაძლებელი.
ერთი ევროს შეძენა კი, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2.55 ლარად იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან