13:31 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 14:43:56, 1528 ნახვა

სამხედრო
რეინჯერთა მომზადების სკოლა მორიგმა ნაკადმა დაასრულა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მე-12 ნაკადმა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეინჯერის მრწამსის წარმოთქმის შემდეგ, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სიტყვით მიმართა, საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და სერტიფიკატები გადასცა.

"25 კვირის განმავლობაში მსმენელებმა თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები გაიარეს, რაც  სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებას მოიცავდა. მათ ასევე შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა. 

კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში მსახურს გააგრძელებენ. სამხედრო მოსამსახურეებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამაზე“, რომლის დასრულების შემდეგაც  სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონში ჩაირიცხებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics