2015-01-06 16:43:10, 655 ნახვა
საზოგადოება
სამტრედიაში მეორე დღეა 19 წლის ახალგაზრდას ეძებენ
დაკარგულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი ადეიშვილი გუშინ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას სამართალდამცველები დახვდნენ და პოლიციაში შემოწმებაზე წაყვანა მოსთხოვეს.
ახალგაზრდა მათ არ დაემორჩილა და, სავარაუდოდ, გაიქცა.
დაკარგულის დედა თეა თელია აცხადებს, რომ მისმა შვილმა ტელეფონზე შეტყობინების გაგზავნა მოასწრო, რომლითაც ის დახმარებას ითხოვდა,
ამ განცხადებას უკვე ეხმიანებიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სადაც 19 წლის ახალგაზრდის დაკავებას უარყოფენ. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ადეიშვილის პოვნაში დახმარების თხოვნით სამართალდამცავებისთვის არავის მიუმართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან