17:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 16:11:05, 3799 ნახვა

ევროპის ამბები
ივანიშვილი: მინდა აბასთუმანი გახდეს ელექტრომობილების რეგიონი, საკუთარი ხარჯებით დავეხმარები ადგილობრივებს

“მინდა გაზაფხულზე ეს ექსპერიმენტი დავიწყო და აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი. მე საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას, რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმისთვის, ბევრს ვუყიდი, ბევრს სხვა მხრივ დავეხმარები, რომ გამოცვალონ. ახლა ამას ვერ მოვყვები აქ გადაცემაში და აბასთუმანში ამას იქეთ კიდევ ბევრ რამეს ვაპირებთ და ვაკეთებთ ხელისუფლებასთან ერთად, პირადადაც, რომ შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ გვაქვს რეგიონი უსუფთავესი. ძალიან არაორდინალურია აბასთუმანი, მსოფლიოში არ არის მსგავსი. მემგონი მოვახერხებთ,ბევრი ხალხი არ ცხოვრობს აბასთუმანში, 800 ოჯახია სულ. 10 წლის შემდეგ საქართველო. თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, შეიძლება პირველი ქვეყანა იყოს, რომ ამ დოზით მოვასწროთ მანქანების შეცვლა. ეხლა ისეც უნდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ რა ვართ ჩვენ, ისეთს რას ვაკეთებთ, რომ ვერ ახერხებს გერმანია, ვერ ახერხებს საფრანგეთი. ვერ ახერხებს კი არა არ ახერხებენ, იგივე იაპონია, იმიტომ, რომ მათ აქვთ განვითარებული მრეწველობა მანქანათმშენებლობის, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს. ზოგი ჭირი მარგებელიაო როგორც იტყვიან“.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics