|
2026-01-15 19:02:35, 602 ნახვა
საზოგადოება
ფორმულა ენმ-სგან 540 000 ლარის მიიღებისთვის გავაფრთხილეთ
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის [ComCom] განცხადებით, "ფორმულა მულტიმედია" პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის წერილობით გააფრთხილეს. კომისიის განცხადებით, "ფორმულა მულტიმედიამ" 2025 წლის III კვარტალში პოლიტიკური გაერთიანება ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან 540 000 ლარი მიიღო. "მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. იქიდან გამომდინარე, რომ "ფორმულა მულტიმედია" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა" - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)