02:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-29 13:43:51, 5956 ნახვა

სპორტი
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - კვარაცხელია მესის წინააღმდეგ

ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპი დაიწყო და პირველი მატჩები უკვე გაიმართა. ქართველი გულშემატკივარი კი განსაკუთრებით დღევანდელ შეხვედრას ელის – ატლანტის „მერსედეს-ბენც სთედიუმზე“ (ტევადობა – 42 500 მაყურებელი) ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველი არხი ეთერში 20:00 საათიდან დაიწყება.

„პარი სენ-ჟერმენი“

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა. შემდეგ ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“ 2:0 სძლია და 1/8-ფინალში პირველი ადგილით გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ატლეტიკოსთან“ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო „სიეტლ საუნდერსს“ გოლი გაუტანა და ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემიონატზე გოლი მიითვალა.

„ინტერ მაიამი“

ლიონელ მესის გუნდი ბევრად იოლ ჯგუფში მოხვდა, ვიდრე პსჟ და ამ შანსით ისარგებლა. „ინტერ მაიამი“ პირველ შეხვედრაში ეგვიპტურ „ალ აჰლის“ დაუზავდა (0:0), შემდეგ ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი „პორტუ“ 2:1 დაამარცხა, ბოლო ტურში კი ბრაზილიურ „პალმეირასთანაც“ ქულა მოიპოვა (2:2), ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა.

მესიმ „პორტუსთან“ საჯარიმო დარტყმით შესანიშნავი გოლი (კარიერაში 68-ე ჯარიმა) გაიტანა, დღეს კი პსჟ-ს დაუპირისპირდება, სადაც 2021-2023 წლებში თამაშობდა და როგორც თავად ამბობს, ფეხბურთისგან სიამოვნებას ვერ იღებდა, ბედნიერი არ იყო.

„პსჟ-ში ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვერ ვიღებიდი და ბედნიერი არ ვიყავი. ვარჯიშებითა და თამაშით კმაყოფილი ერთი დღეც არ ვყოფილვარ, რადგან ადაპტაცია გამიჭირდა. თავიდან პარიზში ძალიან თბილად მიმიღეს, მაგრამ მერე ჩემ მიმართ პარიზული პუბლიკის ნაწილის დამოკიდებულება შეიცვალა. გულშემატკივრების უმეტესობასთან ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა“, – იხსენებდა „ინტერ მაიამის“ არგენტინელი ვარსკვლავი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics