12:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-07 13:24:33, 541 ნახვა

ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ, ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს სპარსულ ენაზე.

"ძვირფასო მოქალაქეებო, „თქვენივე უსაფრთხოებისთვის, თავი შეიკავეთ მატარებლით მგზავრობისა და მისი გამოყენებისგან მთელი ირანის მასშტაბით. მატარებლებში ან სარკინიგზო ხაზებთან ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, - წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათივე ცნობით, გაფრთხილება ძალაშია ირანის დროით 21:00 საათამდე.

მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა განცხადება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას "მთელი ძალით" გააგრძელებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics