16:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-01 12:13:42, 1044 ნახვა

კომენტარი
ელისაშვილი - კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე და არაფრის მაქნისია

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერს კახა კალაძეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა, რომ „მარჯანიშვილისა" და „ახმეტელის" მეტროსადგურების ამოსასვლელები უნდა გახსნას. როგორც ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერი კორუფციაშია ჩაფლული და ხალხის ფულს იპარავს.

„ძალიან კარგად იცოდა კალაძემ, რომ არსებობს „ახმეტელის მეტროს" მეორე ამოსასვლელი, რამდენიმე დღის წინ ვაჩვენეთ კიდეც და რომ ვაჩვენეთ მეორე ჩასასვლელი, რომ დაუმთავრებელია, ლპება, უზარმაზარი ფული იხარჯება იქიდან წყლის ამოღებაში, შემდეგ გაიღვიძა მექრთამე კალაძემ და რამდენიმე დღის წინ ქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და თქვა, რომ ტენდერს აცხადებს. კაცი, რომელიც 8 წელია არის თბილისის მერი და არჩევნებამდე დარჩენილია თვეზე ოდნავ მეტი, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ მარჯანიშვილის და ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელის გასაკეთებლადო. აქამდე სად იყო? არ იცოდა? თვლემდა? ეძინა? გასაგებია, რითაც იყო დაკავებული - დიდი ნიჩაბი ეკავა და იპარავდა ფულს. მარჯანიშვილის ამოსასვლელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამ ამოსასვლელის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობას შვება ექნება. ახმეტელის მეტროს ამოსასვლელსაც გავაკებთ და ყველაფერს 4 ოქტომბრის შემდეგ მას მერე, რაც გავყრით ამ მექრთამეებს, ამ ქალაქსაც მივხედავთ და მოსახლეობაზეც ვიზრუნებთ",-განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, კახა კალაძეს „ხალხის ინტერესი არ ადარდებს და წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას დასცინის".

„ქალაქის მერი არის თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე და არაფრის მაქნისი",- განაცხადა ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics