|
2023-03-15 23:52:41, 1503 ნახვა
კომენტარი
იოსელიანი - ყოველთვის მზად ვარ, შევხვდე მიხეილ სააკაშვილს მისი სურვილის შემთხვევაში
სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ის აპირებს შეხვდეს სახალხო დამცველის კონსილიუმს, რომელიც პერიოდულად აფასებს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამასთან ერთად ის აპირებს შეხვედრას ყველა დაინტერესებულ პირთან, სააკაშვილის ოჯახის წევრებთან, რათა საკითხის ირგვლივ მათი მოსაზრებებიც მოისმინოს. "თქვენ იცით, რომ არსებობს სახალხო დამცველის კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ შევხვდე მათ და მათგან მოვისმინო კონკრეტულად რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ ამ პროცესის გაგრძელებას. ვაპირებ შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, მის ოჯახს წევრებსაც და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო ამასთან დაკავშირებით და თავისთავად, სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს. ჩათვალეთ, რომ ეს არის შეთავაზება", - თქვა ლევან იოსელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)