2015-01-18 18:12:43, 1207 ნახვა
სამხედრო
დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, უკრაინაში ქართველი სამხედრო თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა
უკრაინაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, დღეს 93-ე აერომობილური ბრიგადის მოხალისე მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართველმა სამხედრომ მიაწოდა. მისივე ცნობით, დაზარალებულია კიდევ ორი ქართველი მოხალისე მეომარი. ერთს კონტუზია აქვს მიღებული, ხოლო მეორე - დაჭრილია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ექსპრესნიუსი" დეტალების გარკვევას სცდილობს.
თამაზ სუხიაშვილი 25 იანვარს 36 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა. ცხოვრობდა გორში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან