15:50 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-27 13:28:57, 4836 ნახვა

ეკონომიკა
ჯეი დი ვენსი გამორიცხავს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომში ჩაერთოს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს.

ვენსმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება.

„ის აზრი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვიქნებით ახლო აღმოსავლეთის ომში, რომლის დასასრული არ ჩანს - არ არსებობს შანსი, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა ვენსმა.

ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ იცის, როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი ტრამპი ირანთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ის და პრეზიდენტი „უცხოური სამხედრო ჩარევების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები“.

ვენსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტას ამჯობინებს. თუმცა, მისი თქმით, ეს „დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებენ და რას იტყვიან ირანელები“.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ომანის შუამავლობით, გუშინ ჟენევაში გაიმართა. შეხვედრამ შეთანხმების გარეშე ჩაიარა, თუმცა, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა, რომ მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics