22:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-17 10:58:22, 592 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკთან პარტნიორობით „ომნია ისნის“ მე-15 ბლოკი შენდება

ბაზისბანკი განაგრძობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, დეველოპერული კომპანია ომნია საქართველო, ახალი დეველოპერული პროექტის - ომნია ისნის მე-15 ბლოკის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 4.3 მილიონი აშშ დოლარია, ბაზისბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 3.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ომნია საქართველოს მთავარი ორიენტირი ინოვაციურობა, მშენებლობის უმაღლესი ხარისხი და ბედნიერი მაცხოვრებელია.

ომნია პირველი მასშტაბური პროექტია ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 116-ში მდებარეობს, რომელიც 82,700 კვ.მ.-ზე გაშენებული, თვისობრივად ახალი საცხოვრებელი უბანია. ტერიტორია 16 საცხოვრებელ კომპლექსს, საბავშვო ბაღსა და მრავალფუნქციურ შენობებს ერთმანეთთან 60,000 კვ.მ. რეკრეაციული, მწვანე სივრცით აკავშირებს. უბნის მაცხოვრებლებისთვის გათვალისწინებულია 1,500-მდე საპარკინგე ადგილი, უსაფრთხოების სერვისი და კონსიერჟის მომსახურება. მშენებლობა 2 ეტაპად დასრულდება და უბანი სრულად 8 წელში გაშენდება.

მე-15 ბლოკის მშენებლობა 2027 წლის ივლისში დასრულდება და მომავალ მობინადრეებს მწვანე კარკასის კონდიციაში ჩაბარდება. ბინების მინიმალური ფართი 58კვ.მ.-დან იწყება.

ომნია ისნის ევროპული ხარისხით აშენებულ მწვანე სამეზობლოში, ყველაფერია ჰარმონიული და კომფორტული ცხოვრების შესაქმნელად. მე-15 ბლოკში ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ

იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics