18:39 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-27 10:53:45, 3257 ნახვა

სამხედრო
ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების გავლა დაიწყეს

ეროვნულ სამხედრო სამსახურში რვა თვის ვადით გაწვეული პირების საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT)  დაიწყო.  თბილისისა და კახეთის რეგიონის მასშტაბით,  ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა  სამედიცინო  შემოწმება  წარმატებით  დაასრულეს  და  ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრსა და ვაზიანში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის  დაქვემდებარებულ ცენტრში (CTC)  საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან. 

საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში განთავსებამდე წვევამდელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების დიდუბისა და სამგორის რაიონების განყოფილებებში შეიკრიბნენ, სადაც ინსტრუქტაჟის მიღებისა და ოჯახის წევრებთან დამშვიდობების შესაძლებლობა ჰქონდათ.

წვევამდელებს, რვა კვირის განმავლობაში სამწყობრო, საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადება ჩაუტარდებათ  და კავშირგაბმულობასა და ტოპოგრაფიაში მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან. ცენტრის  სერჟანტ-ინსტრუქტორები მათ სადისციპლინო წესდებების გაცნობასა და ფიზიკური მომზადების პროცესშიც დაეხმარებიან.  საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, წვევამდელები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. რვა თვის ვადით გაწვეული პირები სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები  დანამატის სახით, ყოველთვიურად 30%-ით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics