00:14 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 10:12:48, 2886 ნახვა

სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ PSG-ში სადებიუტო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

„პარი სენ-ჟერმენში“ „რეიმსთან“ სადებიუტო შეხვედრის შემდეგ (1:1) ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ოფიციალურ არხთან კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ამ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა და ლიგა 1-ში პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა.

„პირველი თამაში რთული იყო. „რეიმსი“ კარგი გუნდია და თავს კარგად იცავდა, მაგრამ მოგება შეგვეძლო – ბევრი საგოლე შანსი შევქმენით და უნდა გაგვეტანა. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, უკეთესად ვივარჯიშოთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ.

როგორც ვთქვი, დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა. მომენტები მრავლად შევქმენით, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ოფიციალურ არხთან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics