16:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 19:48:18, 755 ნახვა

სამხედრო
გორის სამხედრო ჰოსპიტალი მზის გამაცხელებელი სისტემით ისარგებლებს

დღეიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალი მზის წყალგამაცხელებელი სისტემით ისარგებლებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ,  ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით ჰოსპიტალი ენერგოდანახარჯებს, გადასახადებსა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ენერგოეფექტური სისტემის პროექტი ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ, სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ და „BP საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა კრის შლუტერმა გახსნეს.

მათ ენერგოეფექტურობისა და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

პროექტის ფარგლებში, სამხედრო სამედიცინო დაწესებულების სახურავზე მზის წყალგამაცხელებელი სისტემა განთავსდა, რომელიც ცხელი წყლით მომარაგების არსებულ სისტემას ნაწილობრივ ჩაანაცვლებს. პროექტი „BP საქართველოსა“ და ნავთობისა და გაზის სფეროში მისი პარტნიორების მიერ დაფინანსდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics