13:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 15:37:10, 656 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების დახურვის ცერემონია მიმდინარეობს

ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო  სწავლების დახურვის ცერემონია მიმდინარეობს.ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი/ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრები ესწრებიან.

სწავლება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 11 მაისს დაიწყო, დღეს კი, ოფიციალურად დაიხურება. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF- ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.   წვრთნაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics