17:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 14:08:26, 581 ნახვა

ეკონომიკა
ვენაში ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის,  მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით ესწრებოდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.

ეკონომიკური კომისიის სხდომის დაწყებამდე ორმხრივი შეხვედრა გამართეს კომისიის ავსტრიული მხარის ხელმძღვანელმა, ავსტრიის რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილემ ბერნადეტე მარიანე გირლინგერმა და კომისიის ქართული მხარის ხელმძღვანელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ.

ქართულ-ავსტრიული ერთობლივი კომისიის სხდომაზე საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და მიმდინარე  რეფორმებს. ავსტრიულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ამ მიმართულებით, მათ შორის ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მეშვეობით.

ეკონომიკური კომისიის მე-4 სხდომის დასასრულს მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics