14:07 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 14:27:04, 23997 ნახვა

სხვადასხვა
ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა უკრაინაში დაბრუნების გეგმების შემუშავება დაიწყეს

უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის ომის დაწყებიდანვე დაკეტილია, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა - Ryanair-მა, Wizz Air-მა და EasyJet-მა - ოპერაციების განახლებისთვის მზადება დაიწყეს.

Ryanair-მა განაცხადა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებიდან ორი კვირის განმავლობაში ფრენების განახლებას შეძლებს. Financial Times-ის ცნობით, Wizz Air-ი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან ორი წლის განმავლობაში 15 თვითმფრინავის განთავსებას გეგმავს, რაც შვიდ წელიწადში 50-მდე გაზრდის. „ჩვენ ეს დავგეგმეთ და როგორც კი საჰაერო სივრცე გაიხსნება, ძალიან სწრაფად განვაახლებთ ოპერაციებს“, - განუცხადა გაზეთს იოჟეფ ვარადიმ, Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ომამდე უკრაინაში ყველაზე დიდი უცხოური ავიაკომპანია იყო და მგზავრთა საერთო ნაკადის მხრივ მესამე უდიდესი. „[ქვეყნის] გახსნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მოგვცემს“.

ავიაკომპანიები მოთხოვნის რამდენიმე ძირითად წყაროს ვარაუდობენ. ესენია: უკრაინელების დაბრუნება, რომლებიც სხვა ქვეყნებში წავიდნენ, აღდგენითი სამუშაოების შემსრულებლების ჩამოსვლა და ე.წ. „კატასტროფების ტურიზმს“, როდესაც მოგზაურები ადამიანის საქმიანობით ან ბუნების მიერ გამოწვეული კატასტროფებით დაზარალებულ ტერიტორიებს სტუმრობენ. „როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, მილიონობით ადამიანი წავიდა მის სანახავად“, - თქვა ვარადიმ.

COVID-19 პანდემიამდე, 2019 წელს უკრაინას 15 მილიონი ავიამგზავრი ეწვია. აქედან დაახლოებით 1.5 მილიონი Ryanair-მა გადაიყვანა. ავიაკომპანიის ტოპ მენეჯერებმა ახლა უკრაინის ძირითადი აეროპორტები მოინახულეს და რეგულარული რეისების აღდგენის შემდეგ წლიური მგზავრთა ნაკადის 4 მილიონ მგზავრამდე გაზრდას გეგმავენ. აღმასრულებელმა დირექტორმა ედი უილსონმა განაცხადა:

ჩვენ ორ კვირაში დავიწყებთ ფრენების ბილეთების გაყიდვას; ერთადერთი კითხვა ის არის, თუ როდის იქნება ფრენა უსაფრთხო.

EasyJet ომამდე უკრაინაში რეისებს არ ახორციელებდა, მაგრამ ახლა მარშრუტების ხელახლა გახსნის შესაძლებლობას იკვლევს. როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა კენტონ ჯარვისმა FT-ს განუცხადა, უკრაინა „ევროპის უდიდესი სამშენებლო პროექტი“ იქნება და ხალხს „მოუწევს სახლში დაბრუნება, როდესაც ამის გაკეთება უსაფრთხო იქნება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics