17:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 10:55:36, 867 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: როდესაც საზღვარი გაიხსნება, არა მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახები, ქვეყანა არ შევარცხვინოთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის გუშინდელ გადაწყვეტილებას ულოცავს, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე,  საკანონმდებლო ინიციატივას გულისხმობს.

წულუკიანის თქმით,  დარწმუნებულია, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა  საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებთა  სამშობლოსთან  კავშირს და ურთიერთობას  კიდევ უფრო მარტივს გახდის.

”მინდა ჩვენს ყველა მოქალაქეს, სოფლად, თუ ქალაქად, მივულოცო ევროკავშირის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. მინდა მივულოცო  ეს გადაწტყვეტილება ასევე ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის  ფარგლებს გარეთ იმყოფება და  მჯერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა  მათ კავშირს და ურთიერთობას ჩვენს სამშობლოსთან  კიდევ უფრო მარტივს გახდის.მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი სამართალდამცველების  ძალისმხევას ამ დიდ წარმატებაში, რადგან მათ  თავიანთი  პროფესიონალიზმით დაარწმუნეს ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ  საქართველოს მოქალაქე, რომელიც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში  შევა ევროკავშირის ქვეყანაში, იქნება კანონმორჩილი მოქალაქე. აქ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ როდესაც  საზღვარი გაიხსნება, არა მხოლოდ საკუთარი თავი  და ოჯახები,  არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ,  რადგან  ევეროკავშირის ქვეყანაში შესვლა ნიშნავს ევროკავშირის მოცემული ქვეყნის კანონების განუხრელად დაცვასა და იქაური წესების პატივისცემას.

ესაა კოლექტიური ძალისხმევის შედეგი. გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ  უკვე იმედი გავქვს ხელშესახები იმისა, რომ საზღვრები გაიხსნება, რომ ჩვენ შევძლებთ, მოკლევადიანი მიზნებით, იქნება ეს ტურიზმი, საზაფხულო სკოლა,  ახლობლების მონახულება, თუ უბრალოდ სიახლეების ნახვა ვიზიტორის სტატუსით, შევძლებთ  ყოველგვარი რიგების, ვიზების მოძიების და ბიუროკრატიის გარეშე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში. გისურვებთ რომ ჩვენ ყველას ერთად გვეშენებინოს  მომავალშიც ძლიერი ევროპული ქართული სახელმწიფო“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics