12:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 13:23:53, 659 ნახვა

სამხედრო
200-მა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო ფიცი ჩაიბარა.

მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 200 სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

200 ახალწვეული დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებს მსახურს.

ახალწვეულების მიერ ფიცის დადების შემდეგ ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. 

საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიულოცეს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი ილია მეორე, ასევე საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics