20:17 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 14:40:27, 876 ნახვა

კომენტარი
ნოდარ ჯავახიშვილი: ადეიშვილის განცხადებებზე განმარტებების კეთება, საზოგადოებისთვის შეურაცხყოფაც კია

 "ზურაბ ადეიშვილის განცხადებებზე განმარტებების კეთება,  საზოგადოებისთვის პატარა  შეურაცხყოფაც კია",-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, უკრაინულ გამოცემასთან  ინტერვიუში იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადება, რომ მისი ხელსულფებაში ყოფნის დროს, ვინც ბრალს აღიარებდა, ან ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას, საპროცესო გარიგებასაც კი უფორმებდნენ და  სასჯელისგან თავისუფლდებოდნენ,   ხომ არ ნიშნავს მათი მხრიდან აღიარებას.

"ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს და ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის პატარა  შეურაცხყოფაც კია ზურაბ ადეიშვილის განცხადებებზე განმარტებების კეთება.მე გაცილებით მეტ პატივს ვცემ ჩვენს საზოგადოებას",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics