14:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 12:32:31, 564 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარი-მარტის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარი-მარტში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10 %-ით შემცირდა.

2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2279 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 503 მილიონი აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1776 მილიონი აშშ დოლარი (3 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მარტში 1273 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მაჩვენებლებს საქსტატი 21 აპრილს გამოაქვეყნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics