2015-04-07 09:37:46, 777 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ოფიციალური კურსით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.2505 ლარს შეადგენს, გუშინ კი, 1 დოლარის შეძენა 2.2574 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0069 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ოფიციალური კურსით, 1 ევრო 2.4722 ლარი ღირს. გუშინ კი, 1 ევროს ღირებულება 2.4576 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0146 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან