22:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 14:05:35, 905 ნახვა

კომენტარი
ხიდაშელი შეიარაღებულ ძალებს: მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება

„მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება“,-ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

როგორც ხიდაშელი  თავის მიმართვაში აღნიშნავს,მას იმედი აქვს, რომ  ერთი წლის განმავ,ობაში ერთად გაწეული შრომის შედეგად, შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო მცირედით მაინც უკეთესია.

„საკმაოდ მძიმე წელი იყო, პრობლემებით და წინააღმდეგობებით დატვირთული. სწორედ, ასეთია ჩვენი ქვეყანაც - მშვენიერი, ძლიერი, საინტერესო, მაგრამ, პრობლემებით და წინააღმდეგობებით სავსე. იმედი მაქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომის შედეგად, შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო მცირედით მაინც უკეთესია, ცოტა მეტად მაინც გაძლიერდა და განვითარების მეტი პერსპექტივა გაუჩნდა. წარმატებები მინდა გისურვოთ ყოველ თქვენგანს ცალ-ცალკე და თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ დიდ, ძლიერ ორგანიზმს, რომლის სიჯანსაღეზეც დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი!

მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. თუმცა, მინდა გჯეროდეთ, რომ სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი სახით ყოველ თქვენგანს და ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დიდი მეგობარი, გულშემატკივარი, ლობისტი და ერთგული მხარდამჭერი ეყოლება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სამსახურისთვის და ამ სამსახურის ერთგულებისთვის! ვემსახურები საქართველოს!" ,-ნათქვამია მიმართვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics