03:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 16:15:16, 746 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ბევრი ევროპული ქვეყანა ინატრებდა ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას, როგორიც საქართველო აქვს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის პრობლემა არ დგას.

როგორც კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა,  საქართველოს მსგავს გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას ბევრი ევროპული ქვეყანა ინატრებდა.

კალაძის განმარტებით, საქართველოს ბუნებრივი აირის  მოწოდების სამი საშუალება აქვს. ესაა: კომპანია „სოკარი“, თავისი მილსადენით, ე.წ. ყაზახით,   შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივი აირი და გაზპრომი, ანუ ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი აირი:

„ენერგორესურსების დივერსიფიკაციის პრობლემა არ დგას. საქართველო დივერსიფიცირებულია, მე ვფიქრობ, ალბათ, ბევრი ევროპული ქვეყანა ინატრებდა ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას და ისეთ პრიორიტეტულ პოზიციაში ყოფნას, როგორც დღეს საქართველოა. ჩვენ გვაქვს დღეს ბუნებრივი აირის მოწოდების სამი საშუალება. ეს არის  აზერბაიჯანი, კომპანია „სოკარი“, თავისი მილსადენით, ე.წ. ყაზახით არის შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივი აირი და გაზპრომი ანუ ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი აირი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics