2020-03-29 11:03:09, 19332 ნახვა
ომი უკრაინაში
18 გამოჯანმრთელებულ პაციენტს შორის 2 ბავშვია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ამრიგად, საქართველოში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„ჩვენთან გუშინ ორ ეტაპად გაკეთდა 14 ტესტირება და ყველასთან პასუხი იყო უარყოფითი. განმეორებითი პასუხებით ტესტირება უარყოფითია კიდევ ორთან - სულ გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, აქედან ორი ბავშვია", - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადატურებული. აქედან 18 გამოჯანმრთელდა. საკარანტინე ზონებში 4695 ადამიანი იმყოფება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,