2015-08-08 17:37:25, 584 ნახვა
საზოგადოება
ერეკლე ყულოშვილის სახელობის სკვერში დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს
დიღომში 2008 წელს დაღუპული ქართველი არტილერისტის ერეკლე ყულოშვილის სახელობის სკვერში ქართველ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს.
მღვდელთმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დასწრო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ერეკლე ყულოშვილის სახელობის სკვერთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მიქაელმა აღავლინა.
IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაური კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი 2008 წელს საბრძოლო ვითარებაში დაიღუპა. კაპიტანი ყულოშვილი I და III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან