02:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 18:58:19, 652 ნახვა

საზოგადოება
ნინო კალანდაძე: „რუსთავი 2“-ზე, როგორც ერთადერთ პროდასავლური პოლიტიკის მქონე ტელევიზიაზე, მიზანმიმართული თავდასხმა მიმდინარეობს

„რუსთავი 2“-ზე, როგორც ერთადერთ პროდასავლური პოლიტიკის მქონე ტელევიზიაზე, მიზანმიმართული თავდასხმა მიმდინარეობს, - ასე აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიას” დამფუძნებელი ნინო კალანდაძე „რუსთავი 2“-ის დაყადაღებას

„ეროსი კიწმარიშვილის ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალებისა და ამ ფაქტის გაგუგებარი მიზეზებით დღემდე ვერ გამოძიების ფაქტი, სარეკლამო სივრცის დაჩქარებული და კაბალური წესით შეზღუდვისა და რუსთავი 2 ის ქონების დაყადაღების ფაქტი, ვინმე ქიბარ ხალვაშის სარჩელიდან მეორე დღესვე და რაც მთავარია ივანიშვილის მიერ არაერთგზის მკვახედ და დაუფარავად გამოხატული უკმაყოფილების ფაქტი რუსთავის 2 ის სარედაქციო პოლიტიკის და მისი ჟურნალისტების საქმიანობის მიმართ, პრაქტიკულად ყველა ეჭვს ადასტურებს, რომ რუსთავი 2 ზე მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმა, როგორც ერთადერთ, პროდასავლური პოლიტიკის მქონე ტელევიზიაზე (მხოლოდ შეფასებითი არაადექვატურობაა ამ დროს რუსთავი 2 და მისი გენერალური დირექტორის პოლიტიკურ მიკერძოვებულობაზე საუბარი). ამ ტენდენციის შენარჩუნება კი ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება.

პ.ს. ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა და უზნეობა (ყველა გაგებით) ამ ვითარებაში იმედის დარბევასთან პარალელების გავლება. მხოლოდ ერთი პარალელია გამართლებული. იმედიც ძვირად დაუჯდა ხელისუფლებას“, - წერს ნინო კალანდაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა - არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.
შეგახსენებთ არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics