02:51 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 15:37:07, 492 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროს ხელმძღვანელობით „სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის“ სხდომა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელმძღვანელობით  „სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის“,რიგით მეთერთმეტე, გაფართოებული სხდომა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.
უწყების ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა განიხილეს, რომელიც სახელმწიფომ 2015 წლიდან დაიწყო.  პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად,  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა,  მიგრანტებისთვის                                             ს არეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, გრანტის სახით კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე განაწილდა.
შეხვედრის ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. 
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, შეხევდრაზე ასევე წარმოდგენილ იქნა სამინისტროში მოქმედი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის „მობილურობის ცენტრის“ მიერ განხორციელებული საქმინობის ანგარიში.  
შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და „სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის“ საქმიანობაში მონაწილე სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics