2015-08-04 17:38:47, 665 ნახვა
საზოგადოება
ხანძრის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
წერეთლის გამზირის მიმდებარედ, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი მძიმედაა დაშავებული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურის უფროსმა ნათია გედენიძემ განუცხადა, სამივე მათგანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზე საღებავების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 14 სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან