2015-08-02 10:51:46, 771 ნახვა
საზოგადოება
ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელშეწყობით, აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის კლინიკა „ენმედიცმა“ და ფრანგულმა კომპანია „სანოფი ავენტისმა“ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
აქციაში სხვადასხვა პროფილის 20-მდე ექიმმა მიიღო მონაწილეობა. მათ სამედიცინო გამოკვლევები ქარელის რაიონის ხუთი სოფლის: ავლევის, ცერონისის, კნოვლევის, ბერძენაულისა და აბისის მოსახლეებს ჩაუტარეს.
საქველმოქმედო აქციის მიზანია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა უფასოდ მიიღონ პირველადი სამედიცინო მომსახურება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან