2015-08-01 15:50:48, 646 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი „თბილისის 2015“-ის საზეიმო დახურვაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო დახურვაში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცერემონია ოლიმპიურ სოფელში 21:00 საათზე დაიწყება. შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ასევე, მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგებიან ფესტივალში მონაწილე ქვეყნების გუნდები. ცერემონიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იანეზ კოციანჩიჩი მიმართავენ.
საზეიმო დახურვის ღონისძიება საერთაშორისო ოლიმპიური ჰიმნით, დროშების გაცვლითა და ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობით დასრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან