2015-01-26 12:47:19, 418 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს ასახლებენ
თბილისის ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებდან სოციალურად დაუცველ ოჯახებს ასახლებენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის ზღვის უბნის კორპუსების მაცხოვრებლებმა განუცხადეს, მეტრომშენის კორპუსის მეპატრონეები კარების შემტვრევით და ძალით გამოსახლებით იმუქრებიან.
ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშშენის კორპუსებში 110 სოციალურად დაუცველი ოჯახი 10 წელია ცხოვრობს.
ე.წ. მეტრომშენის კორპუსები ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ბალანსზეა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან